ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 61-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მოქალაქეების უკანონოდ დაკავებების ფაქტები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. მხარეებმა ასევე განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეები.