ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-05-2016

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გინესის რეკორდი დაამყარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა  იოსებ კობახიძემ საქართველოს რეკორდების ფედერაციის ზედამხედველობის  ქვეშ  ორძელზე ვარჯიშში გინესის რეკორდი დაამყარა და ბრიტანელი რეკორდსმენის  მიერ დამყარებული  რეკორდი მოხსნა . მან  ერთი წუთის განმავლობაში 45,4 კგ ტვირთით  34 აზიდვა  შეასრულა ორძელზე, რაც წინა რეკორდის გაუმჯობესებაა . როგორც რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა აღნიშნა, იოსებ კობახიძის მიერ დამყარებული რეკორდი ხარისხითაც და რაოდენობითაც აღემატება ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებულ რეკორდს.

იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე ასპარეზობაა: პირველი რეკორდი მან  გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.

სუს-ის  თანამშრომლის მიერ დამყარებული რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.