ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-03-2016

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

23 მარტს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და საქართველოში აშშ-ს ელჩთან, იან კელისთან ერთად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. გენერალი ბრიდლავი ადგილზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების შედეგად შექმნილ სიტუაციას გაეცნო .