ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

29-02-2016

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდო გოგიტიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბონდო გოგიტიძემ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო