ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

05-07-2016

სუს-ის უფროსმა სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ქაშუეთის ეკლესიაში კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარე სულხან მოლაშვილის დაკრძალვას დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ”ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. პროკურატურა იძიებს ამ თემას და იმედია დაისჯება ყველა, ვინც ამ ადამიანის წინაშე ჩაიდინა უკანონობა, ზეწოლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დააკავეს სულხანი და როგორი გამოვიდა ციხიდან. მე მგონი ეს პასუხია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს კითხვა, რა მოუვიდა, იყო თუ არა ძალადობა განხორციელებული ამ ადამიანის მიმართ”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.