ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

30-12-2016

სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით,  სუს-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს  დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

 სუს-ის თანამშრომლები დაღუპული კოლეგების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი  გადასცეს.