ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-02-2017

ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს INL-ის პროგრამის დირექტორს მაიკლ მაკმენს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პროგრამის ახლადდანიშნულ დირექტორს მაიკლ მაკმენს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და INL-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხზე და INL-ის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სუს-ის წარმომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრეს.სუს-ის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს არაერთხელ მიეცათ შესძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ INL- ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ პროფესიული შესაძლებლობის განვითარების ღონისძიებებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით INL-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას.საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს .

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით, INL-ის პროგრამის ფარგლებში, წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ქართულ სამართალდამცავ სფეროში. პროგრამის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება დღესაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მჭიდრო თანამშრომლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად.