ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-05-2017

სუს-ის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამშაჰიდისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.