ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

20-05-2017

სუს-ის წარმომადგენლები ესპანეთის პოლიციის ატაშეს შეხვდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე და  კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს ანტონიო კუბელს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო  უსაფრთხოების კუთხით არსებულ საერთო გამოწვევებს  და საფრთხეებს. მხარეებმა  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და ესპანეთის სამეფოში არსებული  მექანიზმები, ორ ქვეყანას შორის  არსებული თანამშრომლობა და  სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.