ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-06-2017

აშშ-ს ელჩის მოადგილემ სუს-ის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის სახელით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის და  აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.  ნიკოლას ბერლინერმა  მადლობის სიგელები სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროს ირაკლი ჩიმაკაძეს და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს უფროს მერაბ შენგელიას გადასცა.