ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-07-2017

სუს-ის უფროსის მოადგილემ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გახსნა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და საბჭოს წევრი უწყებების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას  ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის რეგიონული სამდივნოს წარმომადგენლები .ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. 

უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო ერთი წლის (2016-2017) ანგარიში წარადგინეს.

სხდომაზე ასევე განხილული იქნა საბჭოში შემავალი უწყებების სამომავლო გეგმები, საჭიროებები და რეკომენდაციები ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ამოცანების მისაღწევად. უწყებათშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, დაისვა თემატური სამუშაო ჯგუფების (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციულ-ბირთვული) განახლების საკითხი.

სხდომის ბოლო ნაწილი დაეთმო ქბრბ  სფეროში ჩართული დონორების საკოორდინაციო შეხვედრის აუცილებლობას, რაზეც მზადყოფნა გამოთქვეს როგორც ქართულმა უწყებებმა, ასევე აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.