ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

18-12-2017

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსმა,ვახტანგ გომელაურმა და  ბელარუსის  რესპუბლიკის   სახელმწიფო უშიშროების   კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ვაკულჩიკმა "საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას.

შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

შეთანხმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.