ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

30-12-2017

სუს-ის წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს  დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

სუს-ის თანამშრომლები დაღუპული კოლეგების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი  გადასცეს.