ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

17-01-2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 52-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან საოკუპაციო ხაზზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე და რეგიონში 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრამდე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს და გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება პოზიტიურად შეაფასეს.

განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს და მსჯავრდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობის საკითხს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, პაატა როგავას გათავისუფლების საკითხს, საოკუპაციო ზოლზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესსა და 2017 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ უკანონო სამხედრო წვრთნებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 27 თებერვალს გაიმართება.