საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პუგლისის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად,ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს.
ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.