ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

15-03-2018

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ამამლოში, მუბარიზ მ, ხოლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების  ფაქტზე მოქალაქე არზუმან ა,  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს,  არზუმან ა-მ, ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს,მუბარიზ   მ-ს დაამზადებინა ცნობა,რომლის მიხედვით არზუმან ა, თითქოსდა კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვით ან 9 თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა და ცხოვრობდა სოფელ ამამლოში.

არზუმან ა-მ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა  ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ  გაცემული ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მას მიენიჭა მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების  ფაქტებზე  მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.