ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-03-2018

სუს-ის უფროსი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება, ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი,  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ქატმა ჯერემ იაზგანი,  ასევე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლები.