ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-04-2018

სუს-ის უფროსი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს და ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს- შაბთაი ცურის და ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების სააგენტოს უსაფრთხოების მართვისა და რეგულირების დანაყოფის ხელმძღვანელს გიდო კრეიმერს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს  მსოფლიოსა და რეგიონში არსებული  უსაფრთხოების ვითარება, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და განსაკუთრებულად აღნიშნეს ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს შორის ეფექტური თანამშრომლობა. 

ვახტანგ გომელაურმა და შაფთაი ცურმა  ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.