ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-05-2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)  რიგით 86-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად დააყენეს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის მორიგი შეხვედრა ივნისის თვეში გაიმართება.