ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

03-08-2015

სუს-ის უფროსი EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ელჩ კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურს შსს–ს მინისტრობის პერიოდში უწყებასა და მისიას შორის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ ფორმატში ანალოგიური წარმატებული კოოპერაცია მისი, უკვე როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის რანგში ყოფნისასაც გაგრძელდება.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთკოოპერაციის გარღმავებისა და განვითარების მზადყოფნა გამოხატა.