ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

05-01-2016

სუს-ის უფროსი გარდაცვლილი პოლიციელების დაკრძალვას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას დაესწრო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს. 

30 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.