ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-03-2016

სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა.

ლელა ჩიქოვანი საქართველოდან ერთადერთი ქალბატონი იყო, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს. მან საკუთარ კარიერასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სამართალდამცავ უწყებებში ქალის როლის მნიშვნელობას.

კონფერენცია უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად საქართველოში ტარდება. კონფერენციის მთავარი თემაა სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა. წელს ღონისძიებას 19 ქვეყნის პოლიციელი ქალი დაესწრო, მათ შორის პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.