ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

10-11-2015

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსს და მის მრჩევლებს - ქრისტინა მარდიროსსიანს, ოლენა პეტსუნსა და ჟილ ბრუილს - შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

შეხვედრაზე მხარეებმა 2015 წლის აგვისტოში  განხორციელებული რეფორმა მიმოიხილეს, რომლის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა.

ევროპის საბჭოს დელეგაცია, ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუჟნიეკის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში, ახორციელებს შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.