ცხელი ხაზი
123
25-02-2018
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
24-02-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.
16-12-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა.
05-12-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფის წევრებს 21-22 ნოემბერს,თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიმდინარე გამოძიების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
27-11-2017
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.
26-11-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
23-11-2017
სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა
22-11-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
20-07-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა. ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს.
09-06-2017
აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს.