ცხელი ხაზი
123
10-12-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ გახსნას დაესწრო.
09-12-2018
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
22-11-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა. ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
22-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
11-09-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი.
01-08-2018
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად, ივანე გოლაშვილის ოჯახის წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
20-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაციასთან სამდღიანი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დანაყოფის უფროსმა, აჰმედ სეიფ ელ-დავლამ გახსნეს.
29-06-2018
გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში: „საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“, საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
22-06-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ მერაბიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
21-06-2018
სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.
07-06-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“ გაიმართა.
06-06-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“ (LIONSHIELD) გახსნა.