ცხელი ხაზი
123
24-05-2019
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან არტურ ვანეციანთან. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.
16-05-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. დელეგაციას საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) უფროსის მოადგილე ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი ხელმძღვანელობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.
10-05-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან, პიოტრ პოგონოვსკისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
20-04-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას.
12-04-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს, მოჰამედ ბინ აჰმედ ბინ აბდულლაჰ ალ-მასნადს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
26-03-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
13-03-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ აღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილებით. გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
24-01-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს არტურ ვანეციანს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს.
02-11-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა და იტალიის რესპუბლიკის ინფორმაციისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის (DIS) გენერალურმა დირექტორმა ალესანდრო პანზამ საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
31-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს - ვინჩენცო კოპოლას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწევევებზე.
26-10-2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.