ცხელი ხაზი
123
26-09-2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ, საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.
24-09-2022
კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
23-09-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 108-ე შეხვედრა გაიმართა.
ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს:
21-09-2022
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენელთან, დანიელ მაკ სვინისთან.
20-09-2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.
09-09-2022
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
გრიგოლ ლილუაშვილმა 2021 წელს ქვეყნის წინაშე განვითარებული უსაფრთხოების პროცესები მიმოიხილა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
24-08-2022
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
20-08-2022
აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა. ქართულმა დანაყოფებმა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.
18-08-2022
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.