ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-03-2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს:გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შ.,ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბ., განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ა.,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ა. და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი ა.

იხილეთ მეტი
იხილეთ მეტი

26-02-2018

ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მონაწილეებს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსვენება, ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების- იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემა და 22 თებერვალს მომხდარი ფაქტის სიღრმისეული გამოძიება მოსთხოვეს.

იხილეთ მეტი