ცხელი ხაზი
123
28-02-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია.
25-02-2023
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
20-02-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
18-02-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“ დაიწყო.
17-02-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა.
16-02-2023
პროგრამა უკვე აკრედიტებულია და სასწავლო კომპონენტთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს.
08-02-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ედიტე მედნესთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
06-02-2023
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
26-01-2023
სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
17-01-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 110-ე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშროელი გ.ხ. დააკავეს.