HOT LINE 123
GE

News

22-02-2021

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. იგი თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა წარმოადგენს ოკუპაციის მძიმე შედეგს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

(EN)