HOT LINE 123
GE

News

26-04-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ უწყების 2020 წლის ანგარიში წარადგინა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, უწყების 2020 წლის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა. 

ალექსი ბატიაშვილმა, 2020 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები შეაჯამა და მათ საპასუხოდ  უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, გასული წელი დატვირთული იყო არაერთი არასახარბიელო მოვლენით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

2020 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მსურს გამოვყო შემდეგი ძირითადი მიმართულებები: რუსული ოკუპაცია და მისი შედეგები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის გამოვლენა. ამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური მოქმედებდა კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

(EN)