HOT LINE 123
GE

News

04-06-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა (EN)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს -  ტოივო კლაარს შეხვდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ზაზა გახელაძის, ლაშა ხეთერელის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებულ როლსა და მანდატის თანახმად,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

 

(EN)