HOT LINE 123
GE

News

03-07-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სახელმწიფო უნივერსტეტების რექტორებს შეხვდნენ (EN)

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ცენტრში,  სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტებისა და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში სწავლებისა და კვლევების ხელშეწყობის, ასევე, უსაფრთხოების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები  სასწავლო ცენტრის მიზნებსა და კონცეფციას  დეტალურად გაეცნენ. დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც  საქართველოს განათლების სამინისტრო მხარს დაუჭერს.

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლის პარალელურად, წინასწარი შერჩევის საფუძველზე, ჩაერთონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწაავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებში. 

როგორც სასწავლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ახალი, კიდევ უფრო მოტივირებული,  კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მოზიდვას.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(EN)