HOT LINE 123
GE

News

11-08-2021

გრიგოლ ლილუაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სოფელ შინდისთან, 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ეს ადგილი არის თავდადების სიმბოლო,  სადაც ახალგაზრდები უნდა მოდიოდნენ და ეცნობოდნენ ამ გმირების ისტორიას, რომელიც აუცილებელი წინაპირობა იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა.

ჩვენ შევძლებთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს დღე აუცილებლად დადგება“,-  განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა გმირულად დაღუპული სამხედროების  ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

(EN)