HOT LINE 123
GE

News

02-11-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს ერთი წელი შეუსრულდა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან 1 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოადგილეებთან ერთად სასწავლო ცენტრს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

„დღეს გახდა ერთი წელი, რაც გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი. ეს იყო  წინგადადგმული ერთ-ერთი ძირითადი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა სამსახურმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. შედეგად, გადამზადებული კადრები კარგად აისახა სამსახურის მუშაობაზე, როგორც მისაღები კონტიგენტი, ისე არსებული ოფიცრები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებას ამ ცენტრში გადიან. ვულოცავ მთელ კოლექტივს, მის ხელმძღვანელობას და ვუსურვებ წარმატებას,“-აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი არის თანამედროვე ინსფრასტრუქტურით აღჭურვილი, დასავლური ტიპის სასწავლო დაწესებულება, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატები და მოქმედი მოსამსახურეები საერთაშორისო სტანდარტის სპეცმომზადებას გადიან.

სასწავლო ცენტრი, ახლადდანერგილი განგრძობადი პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების გამოყენებით უზრუნველოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის სრულ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, რისთვისაც იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს.

სასწავლო ცენტრი სამსახურისთვის არჩევს და ამზადებს კვალიფიციურ, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე, მოტივირებულ კადრებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სპეცმომოზადების შედეგად მაღალი დონის პროფესიონალებად ყალიბდებიან.

სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში  არაერთი სპეცმომზადების და  კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა განხორციელდა უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

 

 

 

(EN)