HOT LINE 123
GE

News

13-12-2021

კორუფციულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლების თემაზე ტრენერთა ტრეინინგი გაიმართა (EN)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) პროექტის ფარგლებში კორუფციულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლების თემაზე ტრენერთა ტრეინინგი გაიმართა. ღონისძიება წინ უძღოდა მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებს. ღონისძიებას, ონლაინ ფორმატში უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები ალვის ვილკსი და კოსტანტინო გრასსო.

ტრენერთა ტრეინინგს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და იურიდიული მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის, მამხილებლების, სახელმწიფო შესყიდვების და კორუფციის პრევენციის კუთხით საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკაც განიხილეს.

(EN)