HOT LINE 123
GE

News

20-12-2021

საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაიმართა (EN)

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სემინარში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე, თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ.

შეხვედრაზე პრეზენტაციები ჩატარდა საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემები და პრაქტიკული საქმეების განხილვა.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა შოთა რიჟამაძემ გახსნა.

შეკრებილ მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით, ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების I სამმართველოს ხელმძღვანელმა ევგენი ევგენიევმა მიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის - „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში  გაიმართა.

(EN)