HOT LINE 123
GE

News

21-12-2021

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინეს.

პრეზენტაცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით,  ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე, კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრაზე გაიმართა.

ღონისძიებაში  ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის შემუშავებასა და მისი განხორციელების მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელწმიფო უწყებების და ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საჯარო დიალოგის მონაწილეებმა, ეროვნული კონტრტერორისტული დოკუმენტის შემუშავება-დამტკიცების პროცესი განიხილეს და საკუთარი შეფასებები და კომენტარები წარმოადგინეს.

შეხვედრის ბოლოს, GCSD-ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ, პროგრამაში - „ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში GCSD-ის მიერ ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე ისაუბრა.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე და უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძე ესწრებოდნენ.

(EN)