HOT LINE 123
GE

News

24-12-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე წარადგინა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხოდმაზე, ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი წარადგინა.

თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტების წევრებს, გიორგი საბედაშვილმა სტრატეგიის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია არის მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 2019-2021 წლების სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს.

კომიტეტების სხდომას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძე ესწრებოდნენ.

სხდომას კომიტეტების თავმჯდომარეები უძღვებოდნენ, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა.

(EN)