HOT LINE 123
GE

News

25-12-2021

ალექსი ბატიაშვილმა ნდობის ჯგუფთან შევედრა გამართა (EN)

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, 2021 წელს უწყების კონტრდაზვერვით საქმიანობაზე ისაუბრეს. განიხილეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებები, მათი დაინტერესების სფეროები და ობიექტები, მოქმედების ფორმები და მეთოდები. მათ ასევე, განიხილეს  უსაფრთხოების სამსახურის მიერ საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ინფორმაციის გაზიარებას კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ.

„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. ჩვენ გვქონდა კითხვები რაზეც მივიღეთ ამომწურავი პასუხები და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დასაფასებელია ის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა, რასაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და ზოგადად უსაფრთხოების სამსახური ეწევა საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის საპასუხოდ და მათ წინააღმდეგ.

ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების სამსახურთან, როგორც კომიტეტის, ისე ნდობის ჯგუფის ფარგლებში, რაც მოიცავს სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარებას, სხვადასხვა საკითხებზე მოსმენების გამართვას, ასევე, საზედამხედველო ვიზიტების განზორციელებას“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტრაპაიძე ესწრებოდა.

 

 

(EN)