HOT LINE 123
GE

News

01-04-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა (EN)

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი შოთა რიჟამაძე, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა კორუფციული საქმეების გამოძიების  მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კორუფციის პრევენციის ღონისძიებების განხორციელების და საქართველოში სახელმწიფო ორგანოებში კორუფციის წინააღდეგ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების აუცილებლობას.

ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებასა და მამხილებელთა დაცვის მექანიზმებზე. ასევე, განიხილეს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმეები.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივ აქტივობებზე შეთანხმდნენ.

(EN)