HOT LINE 123
GE

News

01-06-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ეროვნული სწავლება გაიმართა (EN)

ტრენინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში, პროექტ “CONTACT- Black Sea”-ის ფარგლებში ჩატარდა და შავი ზღვის რეგიონში რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

ერთწლიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს.

ღონისძიების დასასრულს, სასწავლო კურსში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის მთავრობების ფინანსური დახმარებით, გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტისა (UNICRI) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

(EN)