HOT LINE 123
GE

News

25-07-2022

უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დაიწყო (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი “უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დაიწყო. 

პროექტი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ზაფხულის სკოლის პირველი დღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა გახსნა და სკოლის მონაწილე სტუდენტებთან ლექცია გამართა.  

 

შენგელი ფიცხელაურმა უსაფრთხოების სფეროსა და უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურის შესახებ ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 

 

პროექტში საქართველოს  სხვადასხვა რეგიონის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობენ. 

 

სკოლის მონაწილეებს სართაშორისო, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ. 

 

პროექტის პარტნიორები საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან. 

 

უსაფრთხოების  სკოლა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მეორედ ტარდება  და 5 აგვისტოს დასრულდება.

 

(EN)