HOT LINE 123
GE

News

07-10-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია ეწვია (EN)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ახობაძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაციასთან. დელეგაცია, რომელსაც გენერალ-მაიორი ფერდი ქორქმაზი ხელმძღვანელობს, საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ შეხვედრას სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის შესაბამისი დანაყოფების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(EN)