HOT LINE 123
GE

News

19-11-2022

გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა (EN)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა. სამსახურის უფროსმა მას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

 

(EN)