HOT LINE 123
GE

News

26-11-2022

შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაიმართა (EN)

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა.

ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის სამსახურის უფროსმა თამთა კაჭკაჭიშვილმა და შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ნარსიამ გახსნეს.

მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით მიმართა პროგრამის მენეჯერმა ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების პროგრამის მენეჯერმა დანაე ისამ.

ქართველ საჯარო მოხელეებს კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ანტიკორუფციული სააგენტოს ექპერტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინო გრასომ.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის - „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა კახეთში, იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

(EN)