HOT LINE 123
GE

News

08-11-2022

სასწავლო ცენტრში უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი გაიხსნა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით გახსნილი უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი დაათვალიერა.

სასწავლო ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატების და მოქმედი მოსამსახურეების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სპეცმომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მისი დაარსების დღიდან სასწავლო ცენტრში უკვე რამდენიმე ასეულმა მოსამსახურემ გაიარა მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.

ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების მიმართ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების საქმეში, რა მიზნითაც ცენტრში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, სეზონური სკოლები, შემეცნებითი ტურები, საჯარო ლექციები და კონფერენციები.

(EN)