HOT LINE 123
GE

News

18-11-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციების და ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მსმენელებს უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება, ანტიტერორისტული და ანტიკორუფციული მიმართულებით უწყების მიერ გაწეული საქმიანობა.

შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

(EN)