HOT LINE 123
GE

News

24-12-2022

კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ პარლამენტის ნდობის ჯგუფმა ლევან ახობაძეს მოუსმინა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ახობაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფს კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

ნდობის ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეები და 2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები და  საგამოძიებო საქმეები.

კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ბაჩა მგელაძის თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისა თუ გამოძიების და საერთაშორისო ოპერაციების შესახებ.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, საქართველომ შეძლო ცვალებად ტერორისტულ საფრთხეებთან ადაპტაცია, ტერორისტული რისკების ეფექტიანი მართვა, აღნიშნული დანაშაულების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენა, აღკვეთა და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

ირაკლი ბერაია: „ჩვენს ქვეყანას აქვს ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ეფექტიანი სამართლებრივი და  ინსტიტუციური მექანიზმები. ჩვენ გადადგმული გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ როლს ანიჭებს გლობალურ  კონტრტერორისტულ ძალისხმევაში.“

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი გიორგი დვალიშვილი, დირექტორის მოადგილე ბაჩა მგელაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.

(EN)