HOT LINE 123
GE

News

17-01-2023

ერგნეთში IPRM-ის 110-ე შეხვედრა გაიმართა (EN)

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით გაჟღერდა უკანონო პატიმრობაში მყოფი  ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი.

ასევე, შეხვედრის განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.

გაიმართა დისკუსია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით. ამ  კონტექსტში, გაკეთდა განცხადება, რომ გადასასვლელები განაგრძობენ ფუნქციონირებას იმ რეჟიმში, რომელიც ამოქმედდა 2022 წლის აგვისტოს თვიდან.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 2 მარტს ჩაინიშნა. 

(EN)